|
2017-05-30 13:00:20, 2142 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანდჟეი დუდა მარგველაშვილს: კმაყოფილება მინდა გამოვხატო, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალ საქართველოში ვიმყოფები
„დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო უბრალო პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები, თქვენს გვერდით, თავისუფალ საქართველოში“,-ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დუდას თქმით, საქართველოში მის ვიზიტს თან სდევს დიდი პოლონელების მარშალისა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი. "დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო უბრალო პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები, თქვენს გვერდით, თავისუფალ საქართველოში. რამდენიმე დღის წინ თქვენ იზეიმეთ 25 წლისთავი თქვენი დამოუკიდებლობის კვლავ დაბრუნებისა და სულ მალე 100 წლისთავსაც ვიზეიმებთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისა, რომელიც რეალურად 1919 წელს დაიწყო დიდი პოლონელის მარშალ ვისოცკის მეშვეობით მოხდა. ჩვენი ურთიერთობა 1999 წლის შემდეგ კვლავ აღდგა, რაც პოლონეთმა და საქართველომ მოიპოვეს კვლავ დამოუკიდებლობა. ეს არის სპეციფიკური მომენტი ჩვენს ისტორიაში, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს. საქართველოში ჩემი ვიზიტის განმავლობაში თან მდევს ამ დიდი პოლონელების მარშალისა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. მისივე თქმით, ხვალ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას იუზერ პლისუცკის სახელი დაერქმევა , რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)