|
2017-05-30 09:39:31, 1864 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პირველად სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია
თბილისს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია. პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და სხვა თანამდებობის პირები დახვდნენ. ანდჟეი დუდას დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედი აგატა კორნჰაუზერი-დუდაც მიიღებენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველო - პოლონეთის პრეზიდენტები შეხვედრებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი და ანდჟეი დუდა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ. დაგეგმილია პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ანდჟეი დუდა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. პოლონეთის პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს. პოლონეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი 31 მაისს ბათუმში უმასპინძლებს. ანდჟეი დუდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და გონიოს ციხეს დაათვალიერებს. პოლონეთის პირველ ლედის საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა უმასპინძლებს. მაკა ჩიჩუა და აგატა კორნჰაუზერ-დუდა თბილისისა და მცხეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. ანდჟეი დუდას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 31 მაისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)