|
2017-05-29 19:16:03, 1885 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ნატო-ს საქართველოს უსაფრთხოების ეროვნული სისტემის რეფორმირებაში ექსპერტული დახმარება სთხოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში, უსაფრთხოების ეროვნული სისტემის რეფორმირებაში ექსპერტული დახმარება სთხოვა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტემიულერთან შეხვედრაზე გააკეთა და იმ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელსაც საქართველო დგამს ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ საქართველომ მის ხელთ არსებული ყველა ის ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა როდესაც დადგება დღის წესრიგში ნატო-ს შემდეგი გაფართოების პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, საქართველო იყოს მზად და პირნათლად წარდეგს ალიანსის წინაშე. „ვარშავის სამიტზე ძალიან ნათლად იყო ხაზგასმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისათვის, რომ მოემაზადოს წევრობისათვის. აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო, როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ასევე ყველა იმ საკითხს, რაც გათვალისწინებულია საქართველო-ნატო-ს დღის წესრიგით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო ალიანსის ის პარტნიორია, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა. საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის თავდაცვის სფეროსა და საკონსტიტუციო რეფორმებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)