|
2017-05-29 19:15:18, 2037 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს მიერ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე გამახვილდა ყურადღება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მზაობა– ხელი შეუწყოს საქართველოში რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების მნიშვნელობას, რომლის თანახმად საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც მას საბოლოო წევრობისთვის მოამზადებს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, მისიტერიტორიული მთლიანობისა და ნატო–ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აგრძელებს საქართველოს, როგორც განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყნის, მხარდაჭერას. მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურიუსაფრთხოების განმტკიცებაში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)