|
2017-05-29 09:55:03, 2047 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოკავშირეების გადასაწყვეტია და მასზე გავლენის მოხდენა მესამე ქვეყანას არ შეუძლია“
თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, დღეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. სამუშაო დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას ყველა იმ ევროპული დემოკრატიის მიმართ, რომელიც იზიარებს ალიანსის ფასეულობებს და სურვილი და უნარი აქვს, იკისროს წევრობის ვალდებულება. როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციის პროექტშია ნათქვამი, ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის მოკავშირეებისა და ასპირანტი ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და მასზე გავლენის მოხდენა მესამე ქვეყანას არ შეუძლია. ასამბლეა აფასებს საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მის შთამბეჭდავ მონაწილეობას. ასამბლეა ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. აღფრთოვანებულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან არსებული მაღალი დონის უწყვეტი მხარდაჭერით. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, დღეს მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)