|
2017-05-28 17:37:04, 2142 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: დეკლარაციაში პირდაპირაა მინიშნებული, რომ ნატო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით აღფრთოვანებულია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციაზე ისაუბრა, რომელიც უკვე მომზადებულია. სესიაშვილის თქმით, დოკუმენტში საქართველოს პროგრესზეა საუბარი, ასევე დაგმობილია რუსეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, აღნიშნულია ნატოს- მხრიდან მოწოდება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მხარი დაუჭირონ წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა და ხელმძღვანელებმა, რათა გაძლიერდეს საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ და მიენიჭოს მას წევრობის სამოქმედო გეგმა- MAP-ი. „დეკლარაციის პროექტი უკვე მომზადებულია. აქაც გვესმის აღიარება საქართველოს პროგრესის. პირდაპირაა მინიშნებული, რომ ნატო აღფრთხოვანებულია იმ პროგრესით, რასაც ქვეყანამ მიაღწია.ასევე მინიშნებულია, რომ რეგიონში ესაა გამორჩეული მაგალითი,საუბარია რუსეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკის დაგმობაზე,საუბარია ნატოს- მხრიდან მოწოდებაზე, მათ შორის, რომ საქართველოს მხარი დაუჭირონ წევრი სახელმწიფობის მთავრობებმა და ხელმძღვანელებმა, რათა გაძლიერდეს საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ, მათ შორის მიენიჭოს მას MAP-ი“,-აღნიშნა სესიაშვილმა. დეკლარაციას, ხვალ, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)