|
2017-05-28 17:24:56, 1834 ნახვა
პოლიტიკა
ოიარს ერიკს კალნინსი: საქართველო ნატო-ს წევრობას იმსახურებს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება
29 მაისს, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. დოკუმენტის შინაარსზე მედიასთან ნატო-ს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ოიარს ერიკს კალნინსის განცხადებით, დელეგატების უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მისივე თქმით, დეკლარაციაში საქართველოსადმი მხარდაჭერა და ასევ რუსეტისადმი გზანილები ჩაიწერება. ამასთან, ნატოს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წვერობას, თუმცა საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. „ეს დოკუმენტი არის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი. დელეგატების უმრავლესობა, როგორც ვიცით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.დოკუმენტი ასევე ასახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ჩვენს პოზიციას უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაძლებელია თუ არა გაწევრიანება MAP-ის გარეშე? ვფიქრობ, კი. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როდის. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო ალიანსის წევრობას იმსახურებს, მაგრამ თუ საერთაშორისო სიტუაციას გავითვალისწინებთ, ამას დრო დასჭირდება“,-აღნიშნა ნატოს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)