|
2017-05-28 15:41:22, 2154 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის პრემიერს შეხვდა
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში გააქტიურებულ თანამშრომლობას ხაზი გაუსვეს. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობასა და სრული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში მიიწვია. რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთი-საქართველოს დინამიკური პოლიტიკური ურთიერთობის კვალდაკვალ, დროა ახალ ეტაპზე გადავიდეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობა. ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, რომლის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ამ დღეებში ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მსჯელობენ. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)