|
2017-05-27 20:32:29, 2078 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილე დელეგაციების წევრებმა, სოფელ ოძისში ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულეს და მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ. „2008 წლის მოვლენებს აქტიურად ვადევნებდით თვალს. ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელიც აქ ცხოვრობს და რომლებსაც გადაადგილებისა და ოჯახების ნახვის საშუალება არა აქვთ. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანი მოგვარების გზებს ვიპოვით“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატმა, ჟულიო მირანდა ქალემ. დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში მეხუთედ ტარდება. დელეგაციის წევრების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანმა საგაზაფხულო სესიამ მუშაობა გუშინ დაიწყო. 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პლენარული სხდომა ჩატარდება. 29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)