|
2017-05-26 12:45:02, 2279 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ, ჩვენს რეკომენდაციებს ალიანსი იზიარებს
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ და ჩვენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ხშირად, როგორც წესი, იზიარებს ხოლმე ნატო. ჩვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ის დააჩქარებს პროცესს“,-ასე უპასუხა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ პარლამენტში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას-გაიზიარებს თუ არა ალიანსი რეკომენდაციას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. „საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს.საქართველო ნატო-ს შორის საპარლამენტო საბჭო გვაქვს. მეორე გვაქვს უკრაინასთან. ასე რომ, განსაკუთრებული სტატუსი აქვს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის ამ ურთიერთობებს ფორმალურადაც და ოფიციალურ დონეზეც. ჩვენ საბჭოში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს საქართველოსთან დაკავშირებით. ვმუშაობთ, სხვა გზა გამოინახოს, რათა ოფიციალურად ხაზი გაესვას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან კარგ მხარდაჭერას საქართველოსადმი, რომელსაც ისედაც გამოვხატავდით ბოლო წლების განმავლობაში. ამას მიიღებს და გაიზიარებს ნატო, რა თქმა უნდა. ჩვენი საპარლამენტო ასამბლეა, ნატო არ არის. ეს არის პოლიტიკური საპარლამენტო ორგანიზაცია, რომელიც ნატო-ს გვერდზეა, მაგრამ თვითონ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ და ჩვენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ხშირად, როგორც წესი იზიარებს ხოლმე ნატო და ეს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ის დააჩქარებს პროცესს“,-განაცხადა პაოლო ალიმ პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)