|
2017-05-25 16:42:34, 1756 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ოცდახუთწლიანი სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ამერიკა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე თავდაცვის სფეროში ამბიციური პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერს. მან ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის აშენების საკითხებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების რეალიზების კუთხით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ნატოში გაწევრიანების გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი უსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებსა და მხარდაჭერის გაძლიერებას შეეხო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)