|
2017-05-25 15:20:29, 1915 ნახვა
პოლიტიკა
ჯეჯელავა: ჩვენთან უმაღლესი განათლების გადაჭარბებული პოპულარობაა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, საქართველოში უმაღლესი განათლების გადაჭარბებული პოპულარობაა. მისივე თქმით, გერმანიაში ბავშვების დაახლოებით 30% ამთავრებს 12 კლასს, რადგან ყველას არ აქვს საშუალება, 12 კლასი დაამთავროს. გარდა ამისა, მინისტრის შეფასებით, ზოგს ამის მოტივაციაც არ აქვს: „რას აკეთებენ დანარჩენები? დაახლოებით მე-9 კლასიდან მიდიან პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენთან უმაღლესი განათლების გადაჭარბებული პოპულარობაა. მიუხედავად იმისა, ახლაგაზრდა კარგად სწავლობს, ცუდად სწავლობს, ავლენს აკადემიურ უნარებს, არ ავლენს, მაინც ცდილობს, რომ სრული 12 კლასის ატესტატი მიიღოს და უმაღლესში გააგრძელოს სწავლა. ამ შემთხვევაში განსხვავება გერმანიასთან ის არის, რომ ბავშვები, რომლებიც იქ ვერ ჩააბარებდნენ ამ გამოცდას, აღარ გადიან მასზე და ირჩევენ ალტერნატივას. გრძელვადიან პერსპექტივაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან პროფესიული განათლების პოპულარობა იზრდება და ყოველ წელს მეტი ახალგაზრდა გადაწყვეტს, რომ მეტი ენერგია დაახარჯონ პრაქტიკულ უნარებს, რაც შრომით ბაზარზე გამოადგებათ. რაც უფრო მეტი მოსწავლე შეეცდება, რომ წავიდეს პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებით, მით ნაკლებად იქნება ეს პრობლემა. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც უმუშევრებს თავიდანვე აგენერირებს",- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)