|
2017-05-24 13:48:51, 2105 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი: თორდია თუ აღიარებს, რომ იარაღით ხელში, ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს
„თუ თორდია აღიარებს, რომ იარაღით ხელში, რესტორანში ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს“,-ამის შესახებ პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა მთავარი აუდიტორის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ცუდი ფაქტია, როცა თანამდებობის პირი იარაღით ხელში დადის. "ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია, ვინაიდან დილიდან კომიტეტის სხდომაზე ვიმყოფები, თუმცა საქმეს მომჩივანი თუ არ ჰყავდა, საქმე არ აღიძრებოდა. ვერც იმას გეტყვით, თუ კადრები არსებობდა, აქამდე რა მიზეზით არ გამოქვეყნდა ან თუ გამოქვეყნდა, სისხლის სამართლის საქმე რატომ არ აღიძრა. ცუდი ფაქტია, როცა თანამდებობის პირი, თან ამხელა ლეგიტიმაციის სამსახურის ხელმძღვანელი იარაღით დადის. თუ ეს ნამდვილი კადრებია, ის იარაღით ხელში არ უნდა დარბოდეს. ვერ გეტყვით, კადრები რა მიზნით ვრცელდება, მაგრამ ისიც გასარკვევია, კადრების გამავრცელებელი ვინ არის. თუ თორდია აღიარებს, რომ იარაღით ხელში, რესტორანში ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს",-განაცხადა ლილაშვილმა. დეპუტატი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ინფორმაციის საჯაროობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, უმრავლესობა კომისიის შექმნაზე აუცილებლად იფიქრებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)