|
2017-05-23 16:34:11, 2523 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია გათვალისწინებულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება და შეესაბამება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს. „მიმაჩნია, რომ ის ცვლილებები, რომელიც შედის კონსტიტუციის სასამართლოსთან დაკავშირებულ თავში, არის სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი, ამასთან, შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან. რამდენიმე საკითხზე მსჯელობას ვაგრძელებთ. აქაც მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება. ერთ-ერთი ცვლილება, რაც ამ ეტაპზე უკვე გათვალისწინებულია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესს შეეხება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბერლინში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე კონფერენცია იმართება. თამარ ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა საერთო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიცია ექნება ამ საკითხზე ვენეციის კომისიას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)