|
2017-05-23 11:47:11, 1991 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს პირისპირ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის თემები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იყო. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან მეგობრული ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატიც, რომლის მეორე სხდომა დღეს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სამართლებრივ ბაზას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში შედეგიანი თანამშრომლობის გაღრმავებას. ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის კუთხით, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება. ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ასევე - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც წარმატებული პლატფორმაა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განსახილველად.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)