|
2017-05-22 13:51:27, 1797 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის დელეგაცია მიიღო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სკოტ ბასბის შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრას, რომელსაც ბასბი ხელმძღვანელობდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე, აგრეთვე, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდნენ. იუსტიციის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას საქართველოში სამართლებრივ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით ქვეყნის მიღწევებს, სასამართლოს სისტემის რეფორმის მესამე ტალღას, სპეციალიზებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის საკითხს, რაც ბიზნესის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული და საგადასახადო და ბიზნესდავებს სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ღია მმართველობა − საქართველოს" ფორუმი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მუდმივმოქმედი მექანიზმია და პარტნიორობის მიერ საუკეთესო პრაქტიკადაა მიჩნეული, რაც საშულებას იძლევა, ღია მმართველობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საზოგადოების ყველაზე ფართო ფენების ჩართულობით შემუშავდეს. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)