|
2017-05-20 16:41:12, 1955 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის მეფეს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს აბდულა მეორეს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველო-იორდანიის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, იორდანიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიის მეფეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ის მნიშვნელოვანი ბაზა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში უკვე არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობით ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით, რაც სასარგებლო იქნება როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე - რეგიონული მასშტაბით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)