|
2017-05-19 20:04:57, 1468 ნახვა
საზოგადოება
Aerosmith-ი უკვე საქართველოშია
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი „აეროსმიტი“ უკვე საქართველოშია - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი 18.45 საათზე ჩამოვიდა. „აეროსმიტს“ 20 მაისს „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება. „Aerosmith“-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას. ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ბოლო დროის საუკეთესო სიმღერებთან ერთად, ძველ ჰიტებსაც შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ევროტურის ფარგლებში, „Aerosmith“ კონცერტებს გამართავს ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიცაა შვედეთის როკ-ფესტივალი (Sweden Rock), საფრანგეთში „ჰელფესტი“ (France’s Hellfest) და დიდ ბრიტანეთში, დონინგტონის ლეგენდარული „დაუნლოუდ ფესტივალი“ (Download Festival in Donington, UK). ბოლო ტურნე „Aerosmith”-მა სამხრეთ ამერიკაში ჩაატარა, კონცერტები გაიმართა ჩილეში, არგენტინაში, კოლუმბიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, პერუსა და მექსიკაში. „Aerosmith“-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. Check in Georgia წელს უკვე მეორედ ტარდება და 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის გარდა, არაერთ საინტერესო, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალურ, თეატრალურ თუ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს.
Check in Georgia-ს საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში დამატებით ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და ის ასევე ადგილობრივი ბიზნესის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. 45 წელზე მეტია, რაც „Aerosmiths”-ს მსოფლიო კარგად იცნობს. ოთხი მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ბენდი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ-ჯგუფად იქცა. „ამერიკის უდიდეს როკენროლ ჯგუფს“, 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში, ჯგუფს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული - მათ შორის: 4 „Grammy Awards“ , 8 „American Music Awards“, 6 „Billboard Awards“ და „12 MTV Awards“. სხვადასხვა დროს, „Aerosmiths”-ის წევრებს - სტივენ ტაილერს (Steven Tyler), ჯო პერის (Joe Perry), ჯოი კრამერს (Joey Kramer), ტომ ჰამილტონსა (Tom Hamilton) და ბრედ უითფორდს (Brad Whitford) „ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის“ (RIAA) 95 ოქროს, პლატინისა და მულტი-პლატინის სერტიფიკატი აქვთ მიღებული - საუკეთესო ალბომების, სინგლებისა და ვიდეოებისთვის. „Aerosmith”-ის თითქმის ყველა სიმღერა ჰიტად არის ქცეული. მათ შორის, როგორც კარიერის დასაწყისში დაწერილი სიმღერები, ასევე, ბოლო პერიოდში შექმნილი ჰიტები (As Dream On, Sweet Emotion, Toys In the Attic and Back In The Saddle, Walk This Way, Janie’s Got A Gun, Cryin’, Dude Looks Like A Lady, Love In An Elevator and I Don’t Want To Miss A Thing, etc.). (NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)