|
2017-05-19 17:29:30, 1874 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დონდუა: ჰერბერტ ზალბერთან ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ და პოზიცია დეტალურად ავუხსენით
ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, დეტალურად ავუხსენით ჰერბერტ ზალბერს, თუ როგორია საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ევროკავშირის წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა. დონდუას თქმით, მთავარია ყველაფერი გაკეთდეს, რათა ქვეყნისთის მნიშვნელოვან ფორმატებს ჩრდილი არ მიადგეს. „შევხვდი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის მხრიდან, რომელიც სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დაბრუნდა სოხუმიდან და ცხინვალიდან. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა ნახა მან რეგიონებში და ასევე რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ბოლო განვითარებებზე, რაც მოყვა ცხინვალში შეხვედრებს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩრდილი არ მიადგეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფორმატებს, რომელიც იქნება ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობები, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და საქართველოს განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანია, რათა კონფლიქტი საქართველოში მოგვარებული იყოს მშვიდობიანად“, - განაცხადა დონდუამ. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ჟენევის მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და ეს არის ერთადერთი ფორმალური ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს 3 საერთაშორისო ორგანიზაციასთა და აშშ-ის თანდასწრებით. მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებების მომავალში გაგრძელება. მნიშვნელოვანია, საქართველოს ურთიერთობები სამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ევროკავშირი, ეუთო და გაერო, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელთანაც გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი. გვაქვს ბევრი საქმე მომავალში გასაკეთებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი თანამშრომლობა ამ ორგანიზაციასთან გაგრძელდეს ისე აქტიურად და ეფექტურად, როგორ მიმდინარეობს ახლა. ჩვენ ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, დეტალურად ავუხსენით მას, თუ რა არის საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. დეტალურად ავუხსენით მას საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დავით დონდუამ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)