|
2017-05-18 15:26:43, 1801 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის აგრესიაზე თვალი არ უნდა დახუჭოს
"ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა-ავაშენოთ მყარი საფუძველი საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის, მოვახდინოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია და დავიცვათ საქართველოს ადგილი ევროპული ერების ოჯახში. საქართველოს მოსახლეობამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მკაფიო მანდატი მოგვანიჭა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვარშავაში, ცენტრალური დ აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პოლიტიკაში ეროვნული პარლამენტების როლსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების ახალ ტალღაზე და აღნიშნა, რომ რეფორმების მთავარი მიზანი ქვეყნის მოდერნიზება და საქართველოს მშვიდობის,დემოკრატიისა და კეთილდთეობის გზაზე შეუქცევადი სვლაა. მისივე თქმით, ეს ღირებულებები არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს საძირკველი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ამ ღირებულებების დაცვის საუკეთესო გარანტია იქნება. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმაზეც და განაცხადა, რომ ეს რეფორმა პარლამენტს ქართული პოლიტიკის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინსტიტუციად აქცევს. „ვიმედოვნებთ, რომ ცვლილებებს პარლამენტი წლისბოლოს მიიღებს, რაც საქართველოში კონსტიტუციით მხარდაჭერილი დემოკრატიული განვითარების დასაწყისი იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიის შესახებ ცხადჰყოფს, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და მიღებული დოკუმენტი ქართველი ხალხის ნების დადასტურებაა. მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი პროევროპულ პარტიებს დაუჭირა. ირაკლი კობახიძე სამიტის მონაწილეებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკა რეგიონისა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად რუსეთის პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პოლიტიკას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიის შესახებ ცხადჰყოფს, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და მიღებული დოკუმენტი ქართველი ხალხის ნების დადასტურებაა. მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი პროევროპულ პარტიებს დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)