09:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 15:03:05, 2176 ნახვა

საზოგადოება
„არა ხმაურს“ - მოქალაქეებმა ხმაურის საკანონმდებლო რეგულირების მხარდამჭერი აქცია გამართეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მდებარე პარლამენტის შენობასთან საზოგადოებრივი კავშირის“ არა ხმაურს“ წევრებმა და სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებმა, რომლებსაც მათ საცხოვრებელ სივრცეებში ხმაურთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნიათ, აქცია გამართეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროფესიით  ექიმმა მანანა სვანიძემ განუცხადა, ხმაურის საკანონმდებლო რეგულირებას მხარს უჭერენ  და მოითხოვენ, მისი სიღრმისეულად განხილვა მოხდეს. ის იმედოვნებს, რომ მალე გადაჭარბებული ხმაური კანონით დასჯადი გახდება:

„სესიაზე ხმაურის რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი იხილება და ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ეს განხილვა ჩატარდეს სიღრმისეულად  ისე, რომ მოქალაქეები მალე დაცული ვიყოთ ხმაურისგან, რომელიც  ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და რომლისგანაც  მრავალი წელი იტანჯება  თბილისის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. ხმაურის წყაროებს ძირითადად წარმოადგენენ გასართობი დაწესებულებები, ასევე სხვადასხვა სავინტილაციო სისტემები, გამწოვები, ღამის ფოერვერკები და ასე შემდეგ. იმედი გვაქვს,  მალე, ნორმატივებს გადაჭარბებული ხმაური დაისჯება კანონით“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მანანა სვანიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics