|
2017-05-17 12:22:12, 1528 ნახვა
საზოგადოება
ფერმერები რუსთავსა და მარნეულში გადამზადების კურსს გადიან
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ფერმერების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერი 2 კვირიან ტრენინგს რუსთავსა და მარნეულში გადის. სასწავლო კურსის მიზანს ფერმერებისთვის, აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობის და მართვის საკითხების სწავლება წარმოადგენს. „ფერმერთა გადამზადების პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და დანერგვა ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი წარმოების ზრდას განაპირობებს. პროგრამის ფარგლებში, ფერმერები გაეცნობიან ამ კუთხით არსებულ სიახლეებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ სასათბურე პირობებში მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი მეტი პროდუქტი აწარმოონ“, -აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ამ ეტაპზე, ფერმერების გადამზადების რიგით მე-9 სასწავლო კურსი მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ფერმერთა ორმა ჯგუფმა სწავლება ჩინეთის რესპუბლიკაშიც გაიარა. პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში 400-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა უკვე გაიარა. სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება. აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა. (NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)