|
2017-05-16 14:16:42, 2441 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა კიდევ 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება
კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დამატებით 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმით შეირჩა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. კერძოდ, განხილვა გაიმართება ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგში, მესტიაში და თბილისში./p> კობახიძის თქმით, ასევე შეხვედრები გაიმართება უნივერსიტეტებში აკადემიურ წრეებთან. "22-23 მაისს იმართება შეხვედრა, ვენეციის კომისიის, სხვა უცხოელი ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ესეც იქნება ამ განხილვის შემადგენელი ნაწილი და ასევე ამ განხილვის ფორმატში შედგება შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან",-აღნიშნა კობახიძემ. მისივე განმარტებით, განხილვები საბოლოო ჯამში 1 თვის ვადაში დასრულდება და შემუშავდება დოკუმენტი, რომელზეც გაგრძელდება მსჯელობა საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 10 შეხვედრა რაიონების მიხედვით თვის ბოლოსთვის იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)