|
2017-05-16 14:06:38, 1732 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩატარება დამატებით რამდენიმე ქალაქში იგეგმება
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩატარება კიდევ რამდენიმე ქალაქში იგეგმება. კერძოდ, ინაშვილის თქმით, განხორციელდება შეხვედრების მეორე ტურის ორგანიზება და სავარაუდოდ ამის შემდეგ გაიმართება საყოველთაო განხილვა თბილისში. ინაშვილი ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება: " მიდის დაზუსტება ტექნიკური დეტალების, რა ფორმატში განაგრძოს საკონსტიტუციო კომისიამ საჯარო განხილვები. როგორც დღეს ითქვა, კიდევ რამდენიმე ქალაქში დამატებით იქნება შეხვედრები, ანუ მეორე ტურის ორგანიზება მოხდება და შემდეგ იქნება შეხვედრები თბილისში",-განაცხადა ინაშვილმა. მისივე შეფასებით, არ არსებობს გარანტია, ცვლილებების განხილვა თბილისში აღარ ჩაიშლება. "თუ ჩვენ გვინდა პროცესი მივიდეს ბოლომდე, ეს შეხვედრები უნდა შედგეს, ან უნდა დასრულდეს. თუ შეხვედრების ფორმატი გაგრძელდება, ამასობაში ხელისუფლებისგან უნდა გვესმოდეს ინიციატივებიც. მაგალითად, მე რომ ვიყო ხელისუფლება, გავხსნიდი ფორმატს პარალელურ რეჟიმში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის, რომ ვიცოდე ისინი რას გვთავაზობენ, მე რაზე ვარ მზად. ასეთი შეხვედრა იგეგმება საყოველთაო განხილვის შემდეგ და პროცესი მწიფდება, ემოციები მძლავრობს",-განაცხადა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)