|
2017-05-16 13:52:01, 2053 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მშობლიურ ქალაქში უმასპინძლა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა. ლევოჩაში პრეზიდენტებსა და დელეგაციას ადგილობრივმა მოსახლეობამ გულთბილი დახვედრა მოუწყო. ანდრეი კისკას და გიორგი მარგველაშვილს ლევოჩას მერმა მილან მაიერსკიმ მერიის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და ცნობილი მხატვრის ნამუშევრები უსახსოვრა. გიორგი მარგველაშვილმა ლევოჩას მუნიციპალიტეტის ისტორიულ შენობაში საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რის შემდეგაც საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა წმინდა იაკობის სახელობის ეკლესიაში ლევოჩელი ოსტატის პაულის მიერ შესრულებული გოთიკური საკურთხეველი დაათვალიერეს. "პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ კისკას ჩემი მასპინძლობისათვის ლევოჩაში. ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში ყოველთვის გვეძლევა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება და მე მოხიბლული ვარ როგორც ამ ქალაქით, ასევე იმ კათედრალით, რომელსაც ვეწვიეთ. მონასტერში სტუმრობისას განსკუთრებული ემოციები გამოიწვია ორღანზე შესრულებულმა მუსიკამ. მოხიბლულები ვართ აქაური სტუმართმოყვარეობით, თუ როგორ გვიმასპინძლა ქალაქის მერიამ და მოქალაქეებმა. მე ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისათვის'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)