|
2017-05-15 17:57:20, 1859 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს ანდრეი დანკოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერის საჭიროებას ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. შეხვედრაზე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში-ევროპის საბჭოს, ნატო-სა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი ხშირად დაისვას და შენარჩუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რადგან რუსეთმა საქართველოს მცოცავი საოკუპაციო რეჟიმი უკვე აშკარა ანექსიაში გადაზარდა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორების აქტიური მონაწილეობის გადამწყვეტ როლს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებაში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე და ადა მარშანია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)