07:14 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 18:01:44, 1889 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე Doing Business-ის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე  მსოფლიო ბანკის Doing Business-ის  მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის შეფასების მისიის წარმომადგენლებმა საჯარო რეესტრის მენეჯმენტთან ერთად ბიზნესისა და უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურები,  რეგულაციები და მიმდინარე რეფორმები დეტალურად განიხილეს.

Doing Business-ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. განხორციელებული რეფორმების კუთხით ქვეყნის მიღწევები წლიდან წლამდე, მსოფლიო მასშტაბით  მნიშვნელოვნად უმჯობესდება.   2017 წლის კვლევაში, უძრავი ქონების რეგისტრაციის სიმარტივის კუთხით,  ქვეყანა პირველ სამეულში,  ხოლო ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივით  – კი პირველ ათეულში მოხვდა.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორსო საფინანსო კორპორაციის Doing Busienss-ის ყოველწლიური რეიტინგი  იმ რეფორმებს ასახავს, რასაც ქვეყნის მთავრობა ბიზნესის ხელშესაწყობად ახორციელებს.  ბიზნესის კეთების სიმარტივე, საერთაშორისო რეიტინგში, რამდენიმე  ობიექტურ და  გაზომვად ინდიკატორზე დაყრდნობით განისაზღვრება.    ეს ინდიკატორებია:  ბიზნესის რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროობით უზრუნველყოფა,  საკუთრების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, ინვესტორთა უფლებების დაცვა, გადასახადების გადახდა, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების აღსრულება და ა.შ.

„Doing Business 2018"  ანგარიში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics