|
2017-05-15 17:00:16, 1836 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს სამუშაო სადილზე შეხვდა. მხარეებმა საქართველო - სლოვაკეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა რეგიონული ურთიერთობების განვითარების ჭრილში შეხვედრისას შავი ზღვის რეგიონსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში ურთიერთობებს და მიმდინარე წელს დაგეგმილ სამიტს, რომელიც ურთიერთობების შემდგომ პროგრესულ განვითარებაზე იმუშავებს. მხარეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ორივე ქვეყანას აქვს ტურიზმის განვითარების სფეროში. აღინიშნა, რომ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის პროგრამა, ასევე TEN-T-ის ძირითადი ქსელის პროექტები. შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე და ადა მარშანია მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)