|
2017-05-15 16:51:36, 1946 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მამუკა მდინარაძე NDI-ს კვლევაზე: „ქართულ ოცნებას“ აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საზოგადოებაში
ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს კვლევის შედეგების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება. თუმცა, მაინც ამბობს, რომ ამ კვლევითაც საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს: „აუცილებელია ვნახოთ, ვინ ატარებს ხოლმე ამ შემთხვევაში საველე სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რამდენად ობიექტურია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კვლევები წარსულში არასდროს ობიექტური არ ყოფილა, განსკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში და ჩვენ მას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ იმიტომ, რომ ყოველთვის აცდენილია რეალობას. თუმცა შეიძლება მაინც ვილაპარაკოთ გარკვეულ ტენდენციებზე. ამ კვლევითაც კი, რომელიც კრიტიკულად გამოხატავს ხოლმე ჩვენს მიმართ პოზიციებს, ჩვენ გვაქვს მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით სამჯერ მეტი რეიტინგი. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საზოგადოებაში“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. კერძოდ, კითხვაზე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, 38%-მა კატეგორია „არც ერთი“ აირჩია. გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას; 10%-მა აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 4%-მა „არ იცის“; 4%-მა "პატრიოტთა ალიანსი" დაასახელა; 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 3%-მა აღნიშნა, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ლეიბორისტული პარტიაა“.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)