|
2017-05-15 15:10:55, 1765 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, მაინც გაიმართება
თბილისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, გაიმართება, თუმცა როდის, ჯერჯერობით უცნობია. „რა თქმა უნდა, პროცესი გაგრძელდება. რამდენიმე ადამიანის ნეგატიური აქტიურობით ეს პროცესი არ ჩაიშლება და არ დასრულდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი, ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს და შეიცვლება. პროცესი გაგრძელდება და კონკრეტულ თარიღებს თქვენ შეიტყობთ. დღემდე არანაირი შეზღუდვა მიწასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არ არსებობდა. ამას მოწმობდა ისიც, რომ სულ ახლო წარსულში საკონსტიტუციო სასამართლომ ამის გამო დაადგინა, რომ მიწის გაყიდვის შეზღუდვა არის არაკანონიერი, არაკონსტიტუციური. შესაბამისი ნორმა გაჩნდა კონსტიტუციაში, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, ნებისმიერი გამკაცრება, როგორც ამას უწყობს ჩვენი საზოგადოება და ჩვენს პოლიტიკურ გუნდშიც ბუნებრივია ასეთი აზრი არსებობს, არ იქნება არაკონსტიტუციური. როგორც მინიმუმ ეს არის უდიდესი მიღწევა. შესაბამისად, შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქართული მიწა ასე თავისუფლად არ იყიდებოდეს უცხოელებზე და არანაირი საფრთხე ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ დაემუქროს. აქედან გამომდინარე, ეს პროტესტი უსაფუძვლოა“,-მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, დღეს, ფილარმონიაში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. დარბაზში მყოფმა სხვადასხვა ჯგუფებმა პარლამენტის თავმჯდომარეს საშუალება არ მისცეს, კონსტიტუციური ცვლილებები წარედგინა. მათ შრომითი უფლებების კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა მოითხოვეს, ასევე გაჟღერდა მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)