07:15 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 14:49:27, 1550 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოების ნაწილი კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლით უკმაყოფილო დარჩა

საზოგადოების დიდი ნაწილი კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლით უკმაყოფილო დარჩა.

ისინი ამბობდნენ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების ცივილიზებულ გარემოში მოსმენა სურდათ.

მათი თქმით, გარკვეულმა ჯგუფებმა მოაწყვეს პროვოკაცია, რასაც თავადაც უნდა შეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს.

„ნაძირლებმა ამდენ ხალხს გადაგვიარეს“,-აღნიშნავდნენ შეხვედრის ჩაშლის შემდეგ მოქალაქეები.

ცნობისთვის, დარბაზში შეკრებილმა „აუდიტორია115“-ის წარმომადგენლებმა, ასევე გაერთიანება "ქართული მისიის" წევრებმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციური ცვლილებების წარდგენის საშუალება არ მისცეს. „აუდიტორია“ 115-ის წევრები კონსტიტუციის დონეზე შრომითი უფლებების გაწერას ითხოვდნენ. სხვების მთავარი მოთხოვნა კი უცხოელებზე  მიწების გასხვისების აკრძალვა იყო. „ქართული მიწა არ იყიდება“, -სკანდირებდნენ ისინი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  მათ რამდენჯერმე მოუწოდა, დამშვიდებულიყვნენ და მოესმინათ ყველა კითხვაზე პასუხი კონსტრუქციულ რეჟიმში, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics