2017-05-12 11:58:37, 1630 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.
კერძოდ, კითხვაზე-ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, გამოკითხულთა 47%-მა უპასუხა, რომ ეთანხმება, 27%- ამბობს, რომ არ ეთანხმება, ხოლო 26%-მა აღნიშნა, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან