2017-05-12 10:48:20, 1520 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
კერძოდ, შეკითხვაზე - რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 63%-მა რუსეთი დაასახელა, 6%-მა თურქეთი, 5%-მა კი აშშ.
სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით პროცენტები 5-ზე ნაკლებია.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან