04:08 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 11:34:31, 1630 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა ომის ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დღეს ომის ვეტერანს ოლგა ცალანს ესტუმრა და 91 წლის ვეტარანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ოლგა ცალანი  ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის დააჯილდოვა და ფარმაცევტული კომპანია „ავერსისა" და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან 140 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი გადასცა.

„ვულოცავ ყველა იმ ვეტერანსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოლა ფაშიზმის დამარცხებისათვის და ვინც დაამარცხა კაცობრიობის ეს საშინელი სენი.

ვულოცავ და მადლობას ვეუბნები მათ, იმისათვის, რომ მსოფლიო არ ჩაიძირა ამ საშინელების მორევში.

სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კაცობრიობა ჰუმანიზმის იდეების ირგვლივ ტრიალებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics