02:31 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:56:51, 1482 ნახვა

საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომის დახურვას დაუშვებლად მიიჩნევს

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარება სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას არღვევს.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნატქვამი, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ყველა ქმედების საჯაროობის პრინციპი.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ. მათ შორის, მოსამართლემ გაიზიარა არგუმენტი, რომ საქმეში არსებულ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების საჯაროობის შეზღუდვა პირდაპირ არღვევს სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას. მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის არსებობას სახელმწიფო მმართველობის მიმართ და წარმოადგენს გარანტიას, რომ დაცულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ყველა ქმედების საჯაროობის პრინციპი. საზოგადოებას აქვს უფლება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე მიიღოს ინფორმაცია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიიჩნევს, რომ დღევანდელი სხდომის დახურვა ნამდვილად არ ემსახურება კანონიერ მიზანს და დაუსაბუთებელია სხდომის დახურვის საფუძვლად მიეთითოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი, რადგან, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის ცნობილია დაცვის იმ სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც ხორციელდება ბრალდებულისა და მოწმეების მიმართ. ამასთან, სასამართლოს მიერ სხდომის დახურვის მიზეზად მითითებული პერსონალურ მონაცემთა გახმაურებისგან დაცვა არ შეიძლება, იყოს უპირატეს ინტერესად მიჩნეული, ვიდრე მართლმსაჯულების გამჭვირვალობის პრინციპი. სასამართლო სხდომები უნდა გაიმართოს საჯაროდ. 

სხდომის დახურვა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მოწმეთა და სხვა პირთა დაცვის აუცილებლობა ფიზიკური ან სხვა ზიანის რეალური საფრთხისაგან,  მნიშვნელოვნად გადაწონის უფლებას, თავისუფლად გაშუქდეს სასამართლო პროცესი", -ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სრულად დაიხურა.

ამავე თემაზე: ჯარჯი წიკლაური განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომის დახურვა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics