|
2017-05-05 14:29:55, 1710 ნახვა
საზოგადოება
რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი მაისში გაიხსნება
რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული კომპლექსი მაისში გაიხსნება. მათივე ცნობით, მშენებლობის მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო. „დასასრულს უახლოვდება ახალი სარაგბო ბაზის მშენებლობა მუხიანის ტერიტორიაზე. სპორტის მინისტრთან ერთად ვახორციელებთ მშენებლობის მონიტორინგს, რომელიც უახლოეს 20 დღეში დასრულდება, დასუფთავდება ტერიტორია და შემდეგ უკვე მზად იქნება იმისათვის, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს ახალგაზრდულ რაგბში. მნიშვნელოვანია პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, განსაკუთრებით ამ ტერიტორიისთვის, ვინაიდან, ასეთი ბაზა აქ პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომ, ჩვენი პატარების და ჩვენი მომავლის სპორტულ და ჯანსაღ ცხოვრებაში ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მლნ. ლარამდე დაიხარჯება",- განაცხადა თბილისის მერმა. გლდანში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის ახალ სავარჯიშო კომპლექსში უკვე აშენებულია - ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნები და სავარჯიშო დარბაზი. მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონების საფარის მოწყობა, კოსმეტიკური სამუშაოები და შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობა. სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსში მდებარე სავარჯიშო დარბაზი სულ მალე სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენებულია 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა. რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 499 000 ლარი დაიხარჯება. (NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)