01:52 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 09:14:25, 1649 ნახვა

საზოგადოება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა (ვიდეო)

4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა მოიპოვა.

ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო.

"მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა - გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მეტოქე რუსია, ფრანგი თუ ამერიკელი. ყველა მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ და ყველას ერთნაირად ვეკიდები. ოლიმპიადამდე 4-წლიანი ციკლია და ეს ევროპის ჩემპიონატი ამ ციკლის დასაწყისია. ის წარმატებით დავიწყე და იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლის, კარგად გავივლი ამ გზას და ოლიმპიადას მეორედ მოვიგებ", - აღნიშნა ხინჩეგაშვილმა.

ხინჩეგაშვილმა პირველ შეხვედრაში მოლდოველ მეტოქეს 4-1 სძლია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი 9-5 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს დაუპირისპირდა, ანგარიშით 8-2 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა. ხინჩეგაშვილმა დაძაბულ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენს 10-9 სძლია და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics