|
2017-05-03 15:50:40, 1653 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის ლიტერატურული საღამო გამართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის ლიტერატურული საღამო გამართა. ღონისძიება სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ საგამოფენო პავილიონში ჩატარდა. საღამოზე მწერალმა ეკა ტოგონიძემ წაიკითხა ლექცია - „წერე, თუ წერის გარეშე ვერ ძლებ“. მან ახალგაზრდებს პრაქტიკული რჩევები მისცა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. გამომცემლობის "წიგნები ბათუმში“ თანადამფუძნებელმა და რედაქტორმა მარიამ კორინთელმა კი მწერლებისა და მკითხველის ცხოვრებაში გამომცემლობის როლზე ისაუბრა. ლიტერატული საღამოს მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მხატვრული წერით დაინტერესება იყო. ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დაათვალიერეს გამოფენა - „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“. გამოფენაზე წარმოდგენლია XVIII-XIX საუკუნეებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, კრემენჩუკში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ვენეციაში, რომსა და მონთობანში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები. ექსპოზიციაზე ფოტოების სახით გამოფენილია ძველნაბეჭდი წიგნების დეკორი, სხვადასხვა სტამბის შრიფტები, წიგნების მინიატურები, წიგნების ყდების გაფორმება. გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.
(NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)