|
2017-05-02 19:45:12, 1471 ნახვა
სპეციალური ანონსი
3 მაისის ანონსი
09:30 საათზე, სასტუმროში Holiday Inn Tbilisi საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს. 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრს გახსნის. მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N31 რელიზს მოგცემ, უბრალოდ ანონსებისთვის. 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო და კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაცია ამიერკავკასიაში ერთობლივად გამართავენ. 11:00 საათზე, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება. თემა.: რუსული პროპაგანდისტული მანქანა - „ღამის მგლები“. 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 11:30 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შენობაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდება. 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, „სოკარ ჯორჯია გაზის“ და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ. 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ურბანული ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ბაბუნაშვილი პრეზენტაციას გამართავენ. 13:00 საათზე, ”ფაბრიკაში”, პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ პირველი ფაზის დასრულების ღონისძიება გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. 15:00 საათზე, ლოპოტას ტბაზე, სასტუმრო „ლოპოტაში“, საპარტნიორო ფონდი ხელს მოაწერს შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან“ პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. 15:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება. 15:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 15:00 საათზე, სასტუმროში ”ბილტმორ თბილისი", პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი კესტუტის იანკაუსკასი გახსნილად გამოაცხადებენ კონკურსს ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რომელიც 2017 წელს საქართველოში მეექვსედ გაიცემა. 18:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად გაიხსნება, რომელსაც საზეიმოდ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი არად ბენკო, გერმანიის ელჩის მუდმივი წარმომადგენელი მონიკა ლენჰარდი, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გახსნიან.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)