00:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 11:35:44, 1633 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის რეგისტრატორებს ტრენინგები უტარდებათ

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრატორებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს.  

ინსტრუქციების, დებულებების, ბრძანებების და სხვ.ნორმატიულ საკითხების დეტალურ განხილვასთან ერთად,  რეგისტრატორები პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ შემთხვევებზეც იმსჯელებენ.  სასწავლო კურსზე მიღებული ინფორმაცია და უნარები რეგისტრატორებს   რთული სარეგისტრაციო შემთხვევების უკეთ გადაწყვეტაში დაეხმარება და  მიწის რეფორმის ეფექტურად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ტრენინგების ციკლი 21 აპრილიდან დაიწყო და მასში უკვე მონაწილეობა  შიდა ქართლის, კახეთის და სამცხე ჯავახეთის, იმერეთის  რეგიონულ ოფისისა და თბილისის  რეგისტრატორებმა მიიღეს. 

ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროექტში ჩართული  ყველა რეგისტრატორისთვის ჩატარდება.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარეობს და მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.  რეფორმის ფარგლებშ,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics