|
2017-05-01 13:05:45, 1678 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვაში დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედების პირობები განმარტა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაში დიფერენცირებული პაკეთების ამოქმედების პირობები განუმარტა. როგორც ინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ქრონიკული დაავადებებისთვის სამკურნალო მედიკამენტებს სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ. სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტები 5 ქრონიკული დაავადებისთვის გამოიყოფა. ესენია: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. მისივე თქმით, მედიკამენტების შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. „არ გაიცემა ისეთი მედიკამენტი, რომელიც არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერტიფიკატის წარმოდგენა“,- განაცხადა მინისტრმა. ამასთან,სიახლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაფინანსების რამდენიმე ჯგუფი და პროგრამა განისაზღვრა. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც ყოველთვიური შემოსავალი 1000ლარზე მეტია, მაგრამ ჯამურად წელიწადში 40000ლარს არ აღემატება, ასეთ ბენეფიციარებს არჩევანის საშუალება ექნებათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. „ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, მაინც გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და ჰორმონოთრაპია. ასევე სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოქალაქისთვის დაფინანსებული უფასო მშობიარობა/საკეისრო კვეთა ამ კატეგორიაზეც გავრცელდება“,- აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდებათ, თუმცა მცირედით შეზღუდული პაკეტით. „ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს ექნებათ გარდამავალ პერიოდში ისარგებლონ კერძო პაკეტით და პარალელურად ურგენტული სერვისებით. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და მშობიარობა/საკეისრო კვეთა ამ კატეგორიისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. პარალელურად მათ ექნებათ პრივილეგია ისარგებლონ კერძო სადაზღვევო პაკეტით. რაც შეეხება მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემოსავლის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად. დაინტერესებულ პირებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროში დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე - 15-05.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)