23:15 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 12:55:04, 1696 ნახვა

საზოგადოება
ნავთლუღის ბაზრობის გარემოვაჭრეები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ

ნავთლუღის ბაზრობის გარემოვაჭრეები დედაქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი 6 თვით გარევაჭრობის გახანგრძლივებას ან ალტერნატიული სამსახურით უზრუნველყოფას ითხოვენ.  

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ შემოსავლის ერთადერთ წყაროს ართმევს. 

გარემოვაჭრეებთან ერთად აქციაზე იმყოფება "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ბეჟან გუნავა. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, აქციის მონაწილეთა სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინოს და გარევაჭრობის აკრძალვამდე სამუშაო ადგილები შექმნას. 

მოვაჭრეების თქმით, ისინი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვეში შიმშილობის დაწყებასა და პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.

ამასთან, აქციაზე მცირე დაპირისპირებაც მოხდა.  აქციის მონაწილეების მერიაში შესვლას ითხოვენ, თუმცა დაცვა ამის საშუალებას მათ არ აძლევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics