|
2017-05-01 11:57:31, 1513 ნახვა
საზოგადოება
ახალი შესაძლებლობები თინეჯერებისთვის
თუ ხარ 12-დან 18 წლამდე და ეძებ გართობას და თავგადასავალს, თიბისი სპეციალურად შენთვის ახალ სივრცეს ქმნის. – 18 ის ადგილია, სადაც შენთვის და შენი მეგობრებისთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. საინტერესო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში - დეტალებს ამ ყველაფრის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყობ. „ბევრი ვიფიქრეთ, რა შეგვეთავაზებინა იმ მოზარდებისთვის, ვისაც გარკვეულ ღონისძიებებზე ასაკობრივი შეზღუდვა აქვს და ამავე დროს გასართობი ცენტრების ასაკშიც აღარაა. ერთგვარი ვაკუუმია მათთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ვაკუუმი საინტერესო ამბებით შევავსოთ. ჩვენ შევისწავლეთ მათი ცხოვრების რიტმი, ინტერესები და მოთხოვნები და სწორედ ამის გათვალისწინებით დავგეგმეთ ყველაფერი. თიბისი ბანკი იქნება იქ, სადაც არიან თინეიჯერები და მათი ცხოვრების წესს ბუნებრივად მოერგება“, - ამბობს კოკა ქამუშაძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის გუნდის წარმომადგენელი. ყველაზე ბუნებრივი გზა ბანკთან ურთიერთობის დასაწყებად პირველი ბარათია, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. იმისათვის, რომ მოსწავლემ ბარათი აიღოს, მშობლის თანხმობა და თიბისიში მოთხოვნის დაფიქსირებაა საკმარისი. პირველი ბარათი განკუთვნილია, როგორც უნაღდო ანგარიშწორებისთვის, ისე თანხის გასანაღდებლად. იმ ადგილებში კი, სადაც ბავშვებს და თინეიჯერებს გართობა და დასვენება უყვართ, ისინი ქეშბექებს და ფასდაკლებებს მიიღებენ, მაგალითად, კინოთეატრებში, კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებსა თუ მაღაზიებში. პირველი ბარათი არა მარტო მოსწავლეებიისთვის, არამედ მშობლებისთვისაც მოსახერხებელია. მათ შეუძლიათ მარტივად ჩაურიცოხონ შვილებს თანხა და ამავე დროს დაუწესონ ყოველდღიური ლიმიტი განაღდებასა თუ უნაღდო ანგარიშსწორებაზე. მშობლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამონაწერი ანგარიშიდან. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ბარათის მეშვეობით ტრანზაქციები ვერ განხორციელდება ისეთ ობიექტებში, რომლებიც თავიანთი საქმიანობით შესაძლოა უარყოფით ზეგავლენას ახდენდენ ბავშვებზე. ბარათის დიზაინი პროექტ #წერექართულად თემაზეა შექმნილი. მეტი მოხერხებულობისთვის ბავშვებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ პლასტიკურ ბარათსა და ფეისტიკერს შორის, ერთერთი პროდუქტის მიღება თიბისის ფილიალებში და სერვისცენტრებში უფასოა.
(R)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)