|
2017-04-26 12:39:03, 1301 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე დღეს გერმანელ კოლეგასთან ერთად საქართველო-გერმანიის წელს ოფიციალურად გახსნის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად ბერლინში საზეიმოდ გახსნის საქართველო-გერმანიის წელს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზში, „Weltsaal"-ში გაიმართება, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები. „ჩემი ვიზიტი გერმანიაში, პირველ რიგში, ემსახურება საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნას. ჩემს კოლეგასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ოფიციალურად გავხსნი საქართველო-გერმანიის წელს უკვე ბერლინში. მოგეხსენებათ, რომ თბილისში უკვე შედგა გახსნის ცერემონია. ჩვენ ვაფასებთ 25 წლიან პერიოდს, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არსებობდა და მან ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება ჰპოვა ამ პერიოდის განმავლობაში. გერმანია არის უმსხვილესი დონორი საქართველოსთვის, 800 მილიონ ევროზე მეტი დახმარება არის გაწეული 25 წლის განმავლობაში გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ, რათა საქართველო გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა, გაჩენილიყო ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და მომხდარიყო საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან, ნატოსთან და ხელი შეწყობოდა ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ღონისძიების ფარგლებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. ბერლინში გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიების" საექსპოზიციო მასალა. ასევე გახსნის ღონისძიება ითვალისწინებს კულტურულ კომპონენტსაც, ხოლო საზეიმო გახსნის დასასრულს დაგეგმილია საუბრის/დისკუსიის გამართვა, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე პრეზიდენტი ტობიას ვოსსი, ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზიგმარ გაბრიელს. მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციასთან. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე შეხვედრა გამართა გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ექსპერტულ წრეებთან და მედიასთან.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)