|
2017-04-26 12:29:11, 1589 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის სანაპირო ზოლის საველე აღწერა დასრულებულია
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა სრულად აღწერეს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტურისტულად ისეთი აქტიური არეალები, როგორიცაა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სარფი, გონიო, კვარიათი, ჩაქვი, ბუკნარი, ციხისძირი, შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა და ანაკლია. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, სრულად აღწერილია 158 კვადრატული კილომეტრი ფართობი, შეიქმნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 16000-მდე ობიექტია შეტანილი. მათ შორის კვების და განთავსების 2479 ობიექტი, განათლების და ჯანდაცვის 710 ობიექტი, 245 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 685 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკრსაფინანსო ორგანიზაციები), 2966 სავაჭრო ობიექტი, 1173 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან, კულტურის, დასვენებისა და გართობის 558 ობიექტი, 266 სპორტული მოედანი და სტადიონი, სატრანსპორტო სფეროს 911 ობიექტი, 5679 საგზაო ნიშანი და სხვ. აღწერილ მონაცემებს ვიზუალიზაციისთვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული. პროექტის ფარგლებში, აღიწერა შიდა საქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზებიც, რომლის საერთო ფართობი 1 335 კმია. საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. პარალელურად, საჯარო რეესტრი ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შესაქმენლად მუშაობს, რომელშიც საველე აღწერით მიღებული გეომონაცემები აიტვირთება. ელექტრონული აპლიკაცია მოხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ბიზნესობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სისტემებთან ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელ კომპანიებთან. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამჟამად საჯარო რეესტრი სამტრედია-ქუთაისის შემოვლითი გზა-ზესტაფონი-რიკოთის გვირაბის (მათ შორის ქ. ქუთაისში გამავალი ძველი მაგისტრალის (სულ 200 კმ. ფართობი) გზათა ქსელის საველე აღწერას ახორციელებს. (NS)
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)