20:34 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 15:12:51, 1457 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში ეხმარება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში,  სახელმწიფო მოქალაქეებს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს სთავაზობს.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მედიაცია საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

მათივე ცნობით, დავის შემთხვევაში, მოქალაქეს თავისუფალი არჩევანი აქვს ისარგებლოს მედიაციის, მათ შორის სანოტარო მედიაციის მომსახურებით, თუ მიმართოს სასამართლოს  და სადავო საკუთრების უფლება იქ დაიცვას.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, განხორციელებული მედიაცია სრულიად უფასოა.  მოქალაქის თანხმობით,  სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაციას თავად უნიშნავს.

 დღეის მდგომარეობით,  მედიაციით 180 –ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწების მარტივად დარეგისტრირება შეძლეს.

საჯარო რეესტრს ამჟამად მოქალაქეებისთვის 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანა აქვს  დანიშნული.   

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა  2016 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარეობს.

უპრეცენდენტო რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics