20:34 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 14:30:41, 1935 ნახვა

საზოგადოება
მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას გადაეცა. ტერიტორიას სპორტული პროფილი არ შეეცვლება და ჩოგბურთისთვის იქნება განკუთვნილი. 

ხელშეკრულების თანახმად, ყველა ასაკობრივი ნაკრები მთელი წლის განმავლობაში კორტით უფასოდ ისარგებლებს. ოთხ ასაკობრივ ჯგუფში ყოველწლიურად საქართველოს პირველობის ტურნირი ჩატარდება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს "დევისისა" და "ფედერაციის" თასის გათამაშების შეხვედრები. 

მზიურის საჩოგბურთო კომპლექსი 9 ღია და 2 დახურული კორტისგან შედგება. არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, 2 საჩოგბურთო კორტს გადახურავს. შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი. ფედერაცია ვალდებულია განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია.

ეს არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული მორიგი პროექტი. ეს მეთოდი წარმატებული გამოდგა წინა შემთხვევებში. მაგალითად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია, წარმატებები აქვს ძიუდოს აკადემიასაც. საქართველოს მთავრობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics