19:41 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 17:18:52, 1968 ნახვა

საზოგადოება
ნანა ძაგნიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ჭადრაკის რიგით მე-18 ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მე-11 ტურში, ნანა ძაგნიძემ ნატალია პოგონინასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ ნანა პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. აქამდე ქართველების მონაგარში 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონატების ისტორია 2000 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქართველი მოჭადრაკეებიდან პრიზიორები იყვნენ: ვერცხლი - სალომე მელია (2013წელი); ნინო ბაციაშვილი (2015 წელი); ბრინჯაო - მაია ჩიბურდანიძე (2000 წელი); ქეთევან არახამია-გრანტი (2001წელი); სალომე მელია (2014წელი)“, - ნათქვამია სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics