18:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 13:42:18, 1583 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

 სუბარის განცხადებით, მისი ომბუდსმენად მუშაობის პერიოდში, სახალხო დამცველის ოფისი, პრაქტიკულად, ერთადერთი იმედი იყო უფლებადარღვეული ადამიანებისთვის.

„საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი  საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად დაიბადა, კონსტიტუციასთან ერთად აიდგა ფეხი და დაიწყო ცხოვრება. მე არ ვიცი  რა ჩანაფიქრი ჰქონდათ მაშინ, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ინსტიტუტი, მაგრამ დაფუძნების დღიდან,  ეს ინსტიტუტი აღარავის ეკითხებოდა არც თავის უფლებამოსილებებსა და არც თავის გადაწყვეტილებებს.   სახალხო დამცველის აპარატი თავად ქმნის თავის ისტორიას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რომელიც  განუყოფელია ბოლო 20 წლის საქართველოს ისტორიისგან.  სახალხო დამცველის აპარატმა ძალიან სერიოზული როლი შეასრულა დემოკრატიული სტანდარტის გაუმჯობესებაში. იცვლება დამოკიდებულება ინსტიტუტის მიმართაც,მაგალითად,  როცა მე ვიყავი სახალხო დამცველი პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სამი სიტყვით პასუხობდა - „მოისმინა და მიიღო ცნობად“. დღეს, ხდება  სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება და დარწმუნებული ვარ, რომ  როლი, რომელსაც ეს ინსტიტუტი ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კონფერენციის თემას  „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები“  წარმოადგენდა.  

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics