|
2017-04-18 16:58:01, 1439 ნახვა
საზოგადოება
ნინო წილოსანმა აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად, მშობლიურ გურიაში აღნიშნა
აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა, ტრადიციულად, მშობლიურ გურიაში აღნიშნა. ნინო წილოსანმა სადღესასწაულო დღეები მთლიანად თავის მოსახლეობასთან გაატარა. დეპუტატი რამდენიმე სოფელში ოჯახებს პირადად ესტუმრა და სადღესასწაულოდ სხვადასხვა პროდუქტთან ერთად ერკეთის დედათა მონასტერში სპეციალურად დამზადებული პასკები და აქვე შეღებილი სააღდგომო კვერცხები გადასცა. ნინო წილოსანი ლანჩხუთში, ფეხბურთში საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატსაც დაესწრო. დეპუტატმა ქალთა ს/კ ,,ლანჩხუთის" წევრები „სარბიელთან“ ერთად სახელობითი მაისურებით დაასაჩუქრა. მაჟორიტარისგან დაპირებული საჩუქრები მიიღეს ლესის მცირე საოჯახო ბავშვთა სახლის ,,იმედის სხივის" აღსაზრდელებმა და მაჩხვარეთის ბიბლიოთეკამ. დღესასწაულმა საეკლესიო და საოჯახო რიტუალების შემდეგ სოფელ შუხუთის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ლელო ბურთი იმართება ხოლმე. წელს ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარის ნინო წილოსანის ინიციატივით და მხარდაჭერით, ლანჩუთის გამგეობასთან ერთად ღონისძიებებს უფრო მასშტაბური და სახალხო სახე მიეცა. ცენტრში მთელი დღის განმავლობაში სხვადახვა აქტივობა პარალელურად მიმდინარეობდა: ფეხბურთი, ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაქაჩვა. ნინო წილოსანი ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან ერთად ყველა ამ ღონისძიებას დაესწრო. დაათვალიერა ლელოს სამუზეუმო ექსპონატები, ასევე სამხატვრო სკოლისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დახლებზე გამოტანილი ადგილობრივი წარმოების პროდუქტები. მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებიც ზრუნავდნენ, რომლებიც ტრადიციულ გურულ სიმღერებს მღეროდნენ. ნინო წილოსანმა გამგებელთან და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან ერთად შუხუთის სკოლის ეზოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა, საიდანაც ყველას შეეძლება წიგნის წამოღება და დაბრუნება, და ასევე ახალი წიგნებით შევსება. დეპუტატმა საპატიო ლანჩხუთელებიც დააჯილდოვა. ასევე დაჯილდოვდნენ სპორტსმენებიც. ღონისძიებები კი ლელო ბურთმა დაასრულა. ტრადიციული თამაში წელს ზემო შუხუთმა მოიგო. „საოცარი დღეა. ყველას კარგი განწყობა აქვს, და ერთმანეთს გადავცემთ ამ სიხარულს. მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. აღდგომა და ლელო აქ განუყოფელია, ვგეგმავთ, რომ მომავალში ეს დღე უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, და ადგილობრივ მნიშვნელობას გაცდება. დღესაც დავინახე რამდენიმე ტურისტი, და მინდა, რომ უფრო მეტმა გაიგოს ამ ტრადიციის და საერთოდ, გურიის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ დღეს გავხსენით სკვერის სამკითხველო. მას ლელოს ბურთის ფორმა აქვს და ამით ორმაგი დატვირთვა ენიჭება: ეს არის ერთგვარი სიმბოლო ამ სოფლის და თან მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ახსენებს, რომ წიგნის კითხვაც ისეთივე დიდი აზარტია, როგორც ეს სახალხო თამაში. ზემო შუხუთელებს ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებას. გურიას და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა. (NS)
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)